მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ერთად მუშაობისთვის ბევრი დრო ჯერაც არ გვქონია”

კიელინი: “ერთად მუშაობისთვის ბევრი დრო ჯერაც არ გვქონია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს კიევის „დინამოსთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჯორჯო კიელინი ახლდა, რომელმაც ხვალინდელი თამაშის შესახებ ისაუბრა.

„ფეხბურთელები შეიცვალა და სეზონი შეიცვალა, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი თვისებები. ნორმალურ ცვლილებებს ვაკეთებთ, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა.

რთულია, რადგან ჯერ კიდევ არ გვქონია ბევრი დრო ერთად მუშაობისთვის. უნდა მოვუმატოთ, დავალაგოთ თამაში ახალწვეულებთან ერთად. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ მოგება გვინდა. სეზონს ახალი მიზნით ვიწყებთ, შეგვიძლია უმაღლეს მიზნებს მივაღწიოთ. მთავარია განვითარება და შედეგების ჩვენება. კიევთან რამდენიმე მოგონება მაკავშირებს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც იტალიის ნაკრებთან ერთად შესანიშნავად ჩავატარეთ და ფინალში გავედით. იმედია, ხვალიდან უფრო მეტი კარგი მოგონება მექნება“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …