ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი La Repubblica-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „ინტერი“ სპორტული კუთხით სძულს, რადგან სხვანაირად არ შეუძლია.
გარდა ამისა, ჯორჯომ აღნიშნა, რო მარიო ბალოტელი ცუდი ადამიანია, ფელიპე მელო კი, კიდევ უფრო უარესი – დამპალი ვაშლი.
„ვფიქრობ, რომ ხალხი მიხვდება რას ვგულისხმობ და არასწორი ინტერპრეტაცია არ იქნება. სპორტულად „ინტერი“ მძულს, როგორც მაიკლ ჯორდანს სძულს „პისტონსი“. არ შემიძლია არ მძულეს, მაგრამ 99.9%-ით მოედნის მიღმა ვხვდები ფეხბურთელებს და ბევრს ვხუმრობთ.
მესიჯი, რომელიც ყველაზე მეტად გამიხარდა, ჩემი მძიმე ტრავმის შემდეგ ხავიერ ძანეტისგან მივიღე. სპორტული სიძულვილი არის ის, რაც მეტოქეობის დაძლევას იწვევს. ეს არის სპორტის აუცილებელი კომპონენტი.
ნამდვილად იმედგაცრუებული ვიყავი, ბალოტელი ცუდი პერსონაა, ჯგუფის მიმართ პატივისცემა არ აქვს. 2013 წელს კონფედერაციათა თასზე ბრაზილიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ხელი არავის ჩამოგვართვა. ზოგისთვის ის მსოფლიოს 4-5 საუკეთესო ფეხბურთელში იყო, მაგრამ ჩემთვის ოცეულშიც კი არასდროს ყოფილა. კიდევ უფრო უარესი იყო ფელიპე მელო. ყველაზე უარესი. ვერ ვიტან უპატივცემულობას, მას ყოველთვის სხვების წინააღმდეგ ყოფნა უნდოდა. მასთან ყოველთვის ჩხუბის რისკი იყო. ეს მენეჯერებსაც ვუთხარი: ის დამპალი ვაშლია.
ძალიან ვწუხვარ, რომ 2013 წელს ბერგეზიოს მძიმე ტრავმა მივაყენე, მან სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშა და სამაგიეროდ გადახდა პასუხო თამაშში სცადა. ეს დღემდე მაწუხებს.
მოედანზე 90 წუთის განმავლობაში მეგობრები არ არსებობენ. ერთხელ მახსოვს, პაცინისთან, რომელთანაც ერთად გავიზარდე, სახეზე ნიღაბი ეკეთა და ისე თამაშობდა. ვცდილობდი შემეწუხებინა და სახეზე ვეხებოდი, თუმცა თამაში დასრულდა და ისე ვისაუბრეთ, თითქოს არაფერი მომხდარა.
მეტოქე თუ მძულდა? იგუაინი. 9 ნომრები ეგოისტები არიან, ისინი ცალკე საქმეს აკეთებენ. ის მებრძოლი ბიჭია, წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს.
ფლორენციაში თამაშის დროს დიიდ ფიზიკური დათტვირთვა მქონდა, მაგრამ ფლანგზე ბევრს უსარგებლოდ დავბროდი. ენერგიას ვხარჯავდი და დაცვაში ეს მაკლდებოდა. ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე მკითხა, რომელ პოზიციაზე მინდოდა თამაში და ვუთხარი: მარცხენა ტერცინოდ. მან მითხრა, არა, შენ მცველი ხარ და მხოლოდ დაცვაზე უნდა იფიქრო.
ჯიჯი ჩემი უფროსი ძმაა, 2005 წელს გოლი გავუტანე და აღვნიშნე, მაგრამ მაშინ თავს იუვენტინოდ ჯერ კიდევ არ ვგრძნობდი. მოედანზე მეგობრები არ არსებობენ. შემდეგ მე გავხდი ყველაზე დიდი იუვენტინო“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ კიელინი ბალოტელის თანაგუნდელი იტალიის ნაკრებში იყო, ხოლო ფელიპე მელო “იუვენტუსში” 2009-2011 წლებში თამაშობდა.