მთავარი / სიახლეები / ხუან კუადრადო: „სწორ გზაზე ვდგავართ“
ხუან კუადრადო: „სწორ გზაზე ვდგავართ“

ხუან კუადრადო: „სწორ გზაზე ვდგავართ“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „ბოლონიასთან“ (2:0) გამარჯვება შეაფასა.

კოლუმბიელი გუნდის თამაშით კაყოფილი დარჩა, მაგრამ საკუთარით – არა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. როდესაც ბურთი გვქონდა, ეფექტურად ვმოქმედებდით და მჯერა, რომ კარგად ვაკეთებდით ყველაფერს. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან სწორ გზაზე ვართ.

ჩემი თამაში? – ჯერ კიდევ მოსამატებელი მაქვს, ერთი-ერთზე ჩემი პლიუსები უკეთ უნდა გამოვიყენო, მაგრამ ყოველდღე ბევრს ვმუშაობ, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე“, – თქვა კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …