სამი ხედირა კიდევ ერთხელ დაშავდა და შეიძლება ითქვას, მისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულდა.
ბარძაყის ტრავმის გამო გერმანელი მინიმუმ თვენახევარი იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანს მხოლოდ აგვისტოში თუ დაუბრუნდება.
გარდა ამისა, ტრავმირებულია ალექს სანდროც, რომელიც დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს, თუმცა, შესაძლოა მოედანზე სამ კვირაშიც დაბრუნდეს.
მაურიციო სარის გუნდს არამარტო სათამაშო ხარისხის, არამედ უკვე საკადრო პრობლემებიც დაემატა.