მთავარი / სიახლეები / ხედირა და რუგანი დაშავდნენ
ხედირა და რუგანი დაშავდნენ

ხედირა და რუგანი დაშავდნენ

სამი ხედირა ისევ დაშავდა. გერმანელ ფეხბურთელს, რომელიც ლაზარეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მარცხენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული. გარდა ამისა, გუნდს გამოაკლდა დანიელე რუგანი, რომელიც ასევე ტრავმირებულია.

უკვე ცნობილია, რომ ორივე ფეხბურთელს „უდინეზესთან“ გასამართი შეხვედრა გაუცდებათ. ზუსტი დიაგნოზი კი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. აქვე გეტყვით, რომ ხედირამ ტრავმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიღო, მაგრამ გუშინ “იანგ ბოიზთან” მატჩში მონაწილეობა მიიღო.

სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშა მატია დე შილიომ, რომელმაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს მერვე ტურში სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა შაბათს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

“ბაიერნს” დუგლას კოშტას დაბრუნება უნდა

დუგლას კოშტამ შესაძლოა „იუვენტუსი“ მიმდინარე თვეში დატოვოს და კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერს“ …

“იუვე” და “ბარსა” ბერნარდესკი-რაკიტიჩის ბარტერზე მუშაობას აგრძელებენ

ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის ბარტერტზე მუშაობას აგრძელებენ. Sky Sport-ის …