ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ Globe Soccer-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა და მათ შორის, კომენტარის გაკეთება კრიშტიანუ რონალდუსა და ჯანლუიჯი ბუფონზე მოუწია.
„როდესაც გუნდში რონალდუ გყავს, ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატი ხარ. მას ვიცნობ, ის ჩემი მეგობარია და მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. ბუფონი? მისი მშურს და არ მიკვირს, რომ ისევ თამაშობს. თუ ვიგრძნობდი, რომ თამაში შემეძლო, მეც ვითამაშებ. სანამ ფეხბურთელს თამაშის სურვილი აქვს, კარიერა უნდა გააგრძელოს“, – თქვა კასილიასმა.
შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასს კარიერის დასრულება გულზე გადატანილი ოპერაციის გამო მოუწია.