ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუ კიდვე ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი დამატების შემდეგ „იუვენტუსის“ შედეგები გაუარესდა.
„ის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძნეს, მაგრამ მასთან ერთად „იუვემ“ უფრო ცუდი შედეგები აჩვენა, ვიდრე წარსულში დასკუდეტოს ისედაც მოიგებდა. არასწორი პროექტია. „იუვესთვის“ 120 წლის განმავლობაში მხოლოდ გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი, გამარჯვება ახლაც სავალდებულოა, მაგრამ ჯერ სარისთან და ახლა ანდრეასთან ერთად კლუბი ცდილობს მიის ტყავის შეცვლას. რონალდუს ანდრეას იდეებთან საერთო არაფერი აქვს, მას გოლები გააქვს, რადგან ამის გაკეთება მჯდომარესაც შეუძლია. ფლანგიდან ცენტრში იწევს და ურტყამს, ან თავით უნიკალურად თამაშობს, მაგრამ გუნდის შედეგები გაუარესდა“, – აღნიშნა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ 117 მატჩში 90 გოლი გაიტანა და ამას ორსეზონნახევარი მოანდომა.