ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო „იუვენტუსს“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევს. როგორც ფაბიომ თქვა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ტურინელთა დამარცხება იტალიაში რომელიმე მეტოქემ მოახერხოს.
„ვერ წარმომიდგენია „იუვენტუსმა“ სკუდეტოს მოგება როგორ ვერ უნდა მოახერხოს. ამ გუნდამ უკვე გვაჩვენა ძალაუფლება. „იუვე“ ულტრაფავორიტია კონკურენტების გარეშე“, – უთხრა კაპელომ Rai-ს.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ რვა ტურის შემდეგ 24 ქულით ლიდერობს სერია A-ს. მომდევნო მატჩს კი 20 ოქტომბერს, „ჯენოასთან“ ჩაატარებს.