ფაბიო კაპელომ ალვარო მორატას ტრანსფერზე და ახლგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებზე ისაუბრა. გარდა ამისა, გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც თავად გახდა „იუვენტუსის“ მწვრთნელი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ამას არასდროს გააკეთებდა.
„ასახსნელი არაფერია. მე ვთქვი: „არასდროს ვიმუშავებ „იუვენტუსში“, რადგან „იუვე“ ჩვენი კონკურენტი იყო, არამარტო მოედანზე, არამედ სატრანსფერო ბაზარზე, იგივე კიელინი, რომელიც „რომასთან“ შეთანხმებული იყო, მაგრამ შემდეგ მოჯი საქმეში ჩაერთო და ის „იუვეში“ წაიყვანა. დიდი მეტოქეობა გვქონდა. შემდეგ კი „იუვეში“ წასვლა გადავწყვიტე, მათ დამირეკეს და ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში იმიტომ მივიღე, რომ ვიგრძენი „რომაში“ ჩემი ციკლი დასრულებული იყო. მესმოდა, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა და ამიტომ „იუვეს“ შეთავაზება ივიღე.
ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელები? იტალიის ნაკრების ნახევარდაცვა ახალგაზრდული, კარგი და ხარისხიანია. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო პირლოს გადაყწვეტილება, რომელმაც მარცხენა მცველის პოზიციაზე ფრაბოტა ათამაშა, რომელსაც არავინ იცნობდა. გამბედაობა სჭირდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები შენიშნო და შემდეგ ისინი ათამაშო.
მორატა? ჯეკოს ტრანსფერი ჩაეშალათ და ფსონი მორატაზე გააკეთეს. ის ტექნიკური მოთამაშე და შესანიშნავი გოლეადორია. არ ვიცი როგორ ითამაშებს პირლოს ამ გუნდში. შესაძლოა „იუვეს“ დაცვაში რაღაც აკლია, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მორატა ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის მომწონდა.
დიბალასთან და რონალდუსთან ერთად ითამაშებს? ამ შემთხვევაში დანარჩენ გუნდს მოუწევს მათ ნაცვლად სირბილი და ეს ადვილი არ იქნება. ნახევარმცველებისთვის სამუშაო გაიზრდება“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელომ „რომა“ 2004 წლის მაისში დატოვა და „იუვენტუსი’ ჩაიბარა, სადაც ორი სეზონი იმუშავა.