ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის „იუვენტუსი“ და მილანური გრანდები იბრძოლებენ. გარდა ამისა, ფაბიომ ანდრეა პირლოს გუნდის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„სკუდეტოსთვს სამი გუნდი იბრძოლებს – „მილანი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“. ეს გუნდები თავიანთ ძალებში დარწმუნებულნი არიან, მათ იპოვეს იდენტობა და ბალანსი.
პირლომ ჩაატარა ექსპერიმენტები, შემდეგ იპოვა სწორი შემადგენლობა და სათამაში სისტემა. ყველამ გაიგო რა უნდა გააკეთონ, ხარისხი მაღალია და ამას თამაშში ვხედავთ. დიბალამ უფრო მეტი უნდა ირბინოს, უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მოქმედებაში, ორ ფაზაში. მისი თვისებები ეჭვს არ იწვევს. მორატა ორ ფაზიან მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს, შესანიშნავად ინტეგრირებს რონალდუსთან.
კრიშტიანუ, როდესაც საჯარიმოშია, თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, ის გრძნობს სად მიდის ბურთი, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გუნდმა ნახევარდაცვაში ბალანსი იპოვა, რაც გუნდის ძრავაა. მაკკენი ძალიან მნიშვნელოვანია დინამიუობისა და აქტიურობის თვალსაზრისით. ნახევადაცვის წინ ორი ძალიან საშიში მოთამაშე ჰყავთ. დაცვა კი გარკვეულ სირთულეებს განიცდის, საჯარიმოში ზოგჯერ დაბნეულები არიან და გაურკვევლად მოქმედებენ. ალბათ, ეს არის გუნდის ერთადერთი სუსტი წერილი. ასე ვთქვათ, ასე მეჩვენება“, – თქვა კაპელომ.