ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ, რომელიც ამჟამად ჩინეთში მწვრთნელად მუშაობს, Tuttosport-თან ვრცელ ინტერვიუში „იუვენტუსის“ და მაურიციო სარის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„დრო მიფრინავს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ყოველთვის იმარჯვებენ. ეს შემთხვევითობა არაა. „იუვენტუსი“ არის კლუბი, რომელიც ყველაზე დიდ ინვესტიციას აკეთებს და აგრძელებს მოღვაწეობას გამარჯვებისკენ, მუდმივად მომავალს ეძებს.
კიელინი და ბუფონი? ჯორჯო არაჩვეულებრივია, ის ვიხილე, როგორც ბავშვი, როდესაც ჩემს „იუვეში“ გადმოვიდა. სხვებისგან განსხვავდებოდა, ძალიან ჭკვიანიც იყო. ჯიჯი ჯიჯია, უნიკალური: სანამ წინსვლის შესაძლებლობა ექნება, კარგად გააგრძელებს გზას.
სკუდეტო „იუვემ“ მეტოქეების ცუდი თამაშის გამო მოიგო? აბსოლუტურად არა. ეს დამარცხებულების ალიბია. ამას მე არ ვამბობ, ეს ყოველთვის ასე იყო. „იუვემ“ მოიგო, რადგან დაადასტურა, რომ ყველაზე ძლიერია. იმის გათვალისწინებით რა უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით, ფავორიტია, რომ ზედიზედ მეათე სკუდეტო მოიგოს.
სარი? მინდა მას კომპლიმენტები ვუთხრა, ბედნიერი ვარ მაურიციოს გამო. ეს არის ყველა მწვრთნელისთვის მაგალითი. მეორე კატეგორიიდან დაიწყო კარიერა და ნაბიჯ-ნაბიჯ ტოპ მწვრთნელი გახდა. „ნაპოლიში“ არაჩვეულებრივი სამუშაო შეასრულა და ერთადერთი იყო, ვინც „იუვეს“ სკუდეტოს მართლა დაემუქრა. „ჩელსიში“ ევროპა ლიგა მოიგო, ახლა კი სკუდეტოც მოიპოვა. მაურიციოს დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ვაფასებს მის პრინციპებს და ხედვას ფეხბურთის შესახებ.
კლოპი და გვარდიოლა – მაურიციო დაამტკიცა, რომ დიდი მწვრთნელია, ახლა შეუძლია გვარდიოლას და კლოპს გაუტოლდეს და მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება – წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე.
„ლიონთან“ ადვილი არ იქნება და ზოგადადაც, მაგრამ „იუვეს“ ყველაფერი აქვს. ყურადღებას იმსახურებს „ატალანტაც“, რომელსაც შესაძლოა ახალი ფორმატი ძალიან დაეხმაროს.
ჩინეთში ვის წავიყვანდი? ბუფონს ყველგან წავიყვანდი, მაგრამ აქ რეგულაციების გამო ადგილობრივ მეკარეებს ათამაშებენ. ამიტომ, დუგლას კოშტას, როდესაც ფორმაშია, ფანტასტიკურია“, – თქვა კანავარომ.