მთავარი / სიახლეები / კანავარო: “პირლოს თუ გაუშვებენ, “იუვე” მეორედ შეცდება”

კანავარო: “პირლოს თუ გაუშვებენ, “იუვე” მეორედ შეცდება”

ჩინური „გუანჯოუს“ მთავარმა მწვრთნელმა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა. მან ყოფილი თანაგუნდელი დაიცვა და თქვა, რომ თუ „იუვე“ მას გაათავისუფლებს, შეცდომას მეორედ დაუშვებს.

„დამშვიდდით. როდესაც „იუვემ“ ანდრეა აირჩია, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მას არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა და ლოგიკურია, რომ მას უნდა მიეცეს დრო სამუშაოდ, გუნდის განსავითარებლად. ჯერ კიდევ 30 ქულაა გასათამაშებელი და შეფასება ნაადრევია. მან კარგი საქმეებიც გააკეთა, ახალგაზრდებს ათამაშებს, მართავს გასახდელს, რომელიც შედგება ტიტულოვანი ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, რაღაც საკითხები არ მუშაობს, ის შეცდა, მაგრამ ადამიანები შეცდომას უშვებენ.

ჟურნალისტები წერენ „პირლოლანდია“, მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო სამუშაოდ. ბოლოს და ბოლოს, თუ „იუვე“ მას გაათავისუფლებს, მაშინ რატომ აირჩიეს გასულ ზაფუხლს? ტურინელები მეორედ შეცდებიან თუ მას გაუშვებენ. გარდა ამისა, შეცდომები მხოლოდ პირლოს არ დაუშვია, ფეხბურთელები ცდებიან მოედანზე და მოედანს მიღმაც“, – თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო „იუვენტუსში“ 2004-2006 და 2009-2010 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …