იტალიის ნაკრების, „ვილიარეალისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჯუზეპე როსიმ განაცხადა, რომ 2011 წლის ზაფხულში „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს იყო.
თუმცა, ესპანურმა გუნდმა მაშინ მისი გაყიდვა არ მოინდომა და „ვილიარეალში“ დარჩენა მოუწია.
„როდესაც „იუვენტუსში“ კონტე მივიდა, ახლოს ვიყავი ტურინულ გუნდთან, მოლაპარაკებები მიდიოდა. „ვილიარეალმა“ იმ წელს სანტი კასორლა გაყიდა და მითხრეს: „ჯუზეპე, ჩვენ უკვე გავყიდეთ ის და ამიტომ არ შეგვიძლია შენც გაგასხვისოთ“, – თქვა როსიმ.