fbpx
მთავარი / სიახლეები / ჯუზეპე მაროტა: “გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო”
ჯუზეპე მაროტა: “გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო”

ჯუზეპე მაროტა: “გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო”

ჯუზეპე მაროტამ „იუვენტუსიდან“ წასვლა ჯერ კიდევ შაბათს დააანონსა და მაშინვე თქვა, რომ ახლო მომავალში იტყოდა იმას, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ბეპემ სიტყვა შეასრულა:

„ეს გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელობამ მიიღო, რომლის მოტივიც არ არსებობს. გამაგდეს? ვიფქრობ გადაჭარბებული ტერმინია, მე დაქირავებული ვიყავი და ეს მესმის. მთავარია, რომ ამ დროის განმავლობაში 100%-ით დავიხარჯე. რა თქმა უნდა, მტკივნეული გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან განვლილ წლებში უამრავი სასიამოვნო და დაუვიწყარი ემოცია განვიცადე. ყველაფერი შესანიშნავი იყო.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში წასვლას გამოვრიცხავ, რადგან ეს არაა ჩემი არჩევანი. სხვა კლუბში მუშაობას კი, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რადგან 40 წელი სწორედ საკლუბო დონეზე ვიმუშავე. თუმცა ამჯერად ჩემთვის სეზონი დასრულდა. 2019-2020 წლების სეზონიდან კი სხვა გუნდში მუშაობას ვაპირებ.

განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი ახალგაზრდა მენეჯერია. მჯერა და იმედი მაქვს, რომ მომავალში „იუვენტუსში“ იმუშავებენ. ასევე მჯერა, რომ ანდრეა ანიელი გაიზარდა. ის ახლა მთავარი პირია საშინაო და საერთაშორისო ფეხბურთში.

საუკეთესო მოგონება განვლილ წლებში? – პირველი სკუდეტო კონტესთან ერთად. მაშინ, ყველანი ახალგაზრდები, ახალბედები ვიყავით. ეს იყო ძალიან ძლიერი ემოცია, რადგან გარკვეულწილად მოულოდნელი ჩემპიონობა გახლდათ. თუმცა, ჩვენ თავდაუზოგავი მუშაობით კონკურენტები დავამარცხეთ“, – აღნიშნა მაროტამ ტელეკომპანია Rai-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვეში“ 2010 წლიდან მუშაობდა და ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს გენერალური დირექტორის პოსტს.

შემთხვევითი სიახლე

პირლო: “იუვეს” მენეჯმენტს დე იონგის ყიდვა ვურჩიე, მაგრამ…”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ამბობს, რომ „იუვენტუსის“ შეფებს თავის დროზე ფრენკი დე იონგის ყიდვა …