ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ, რომელიც სანაკრებო შეკრებაზეა, ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის ახლა მისთვის მთავარი მწვრთნელია და შემდეგ მეგობარი.
„ჩვენთვის ის მისტერია (ასე მიმართავენ მწვრთნელს იტალიაში – რედ), მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ ანდრეა იყო უბრალოდ ანდრეა. ეს სხვა საკითხია. გასულ სეზონში არ მითამაშია და იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაქსიმალურად ვითამაშე, მინდა ვისიავნო ჩემი კარიერის ბოლო თვეებით. ამ ასაკში გრძელვადიან გეგმებს ვერ შევადგენ.
მიჭირს იმის თქმა თუ რა შეცდომა უნდა დაუშვას ან თუნდაც სარისთან შედარება, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების გამო, არ არის სწორი. ანდრეამ იცის „იუვენტუსის“ გარემო, იცნობს ყველას“, – თქვა კიელინიმ.