ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „სამპდორიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ჯორჯომ განაცხადა, რომ „იუვემ“ შესანიშნავად ითამაშა და ასე უნდა გააგრძელონ.
„ვიცოდით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი იყო, გვინდოდა სტაბილურობა და ჩვენი პროგრესი გვეჩვენებინა, რათა სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. სოლიდური თამაში ჩავატარეთ, „იუვეს“ დონის, ალბათ, მეორე გოლით თამაში მანამდე უნდა დაგვეხურა, მაგრამ მიდგომა სწორი იყო. დავხურეთ პოზიტიური იანვარი, მხოლოდ ერთი არასწორი ნაბიჯი გადავდგით. ახლა წინ 20 ინტენსიური დღე გვაქვს, გუნდი აქ ვართ, თითქმის ყველა, მხოლოდ პაულო გვაკლია, იმედია მალე დაგვიბრუნდება და სრული შემადგენლობით ვიქნებით.
მოედანზე ვფიქრობთ მაღალ თავდაცვაზე, ზოგჯერ კარგად გამოგვდის, ზოგჯერ არა, მაგრამ ყველა ვცდილობთ ამის გაკეთებას. თუ ასე გავაგრძელებთ, დიდად კმაყოფილები დავრჩებით. მეტოქეები? ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასზე 2 თებერვალს „ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო სერია A-ში მომდევნო მატჩი შინ „რომასთან“ ელოდება.