მთავარი / სიახლეები / ჯიჯი ბუფონი: “ფინალში “იუვენტუსთან” თამაში არ მინდა”

ჯიჯი ბუფონი: “ფინალში “იუვენტუსთან” თამაში არ მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ სურს.

Gazzetta Dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიჯიმ თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვეს“ დამარცხება და ყოფილი თანაგუნდელების ცრემლების ნახვა სიხარულს არ მიანიჭებს:

„ვგრძნობ, რომ უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე 5 წლის წინ. ჩემი მისვლიდან ერთ კვირაში ყველა მიხვდა, რომ მოხუცი არ ვარ.

„იუვე“? – არ მაქვს სინანული და იმედგაცრუება. მე და „იუვენტუსმა“ ერთად დიდი დრო გამოვიარეთ, დამშვიდობება სრულყოფილ დროს მოხდა. ყოველთვის ვგრძნობდი პრეზიდენტის, ჯონ ელკანის, თანაგუნდელების, ტიფოზების სიყვარულს. თუმცა, „იუვეს“ აღარ ვჭირდებოდი და გადავწყვიტე დასრულება, ფეხბურთის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, რომ თამაში შემეძლო. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ პრემიებს განიჭებს და პსჟ-სგან წინადადება მივიღე, რომელსაც ვჭირდებოდი. დავურეკე ანდრეა ანიელის და ვკითხე, რომელმაც მიპასუხა: დათანხდმი ჯიჯი, წარმატებებს გისურვებ!

ამ კვირაში იტალიაში ვიყავი, ტელეფონით ანდრეას ისევ ვესაუბრე (ანიელი – რედ) და მომცა ნებართვა, რომ სამი დღე კონტინასას ბაზაზე მევარჯიშა („იუვეს“ ბაზა).

მადრიდში, პსჟ – „იუვენტუსის“ ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე? – არა, რადგან არ მინდა, ჩემი სიხარული დაფუძნებული იყოს ჩემი ყოფილი თანაგუნდელებისა და ტიფოზების ცრემლებზე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი ვიტირეთ და უფრო სრულყოფილ სიხარულს ვიმსახურებ. თუ „იუვესთან“ შეხვედრა გარდაუვალი იქნება, მირჩევნია, ეს ფინალამდე მოხდეს.

„იუვე“ ფავორტებშია? – რა თქმა უნდა, სამ ფავორიტს შორისაა. ჩემპიონთა ლიგაზე არ შეიძლება იყოს ერთი ფავორიტი.

აბსურდია ჩემპიონი „იუვეს“ წარმოდგენა ბუფონის გარეშე ან პირიქით? – უფრო აბსურდი მგონია ბუფონი „იუვენტუსის“ გარეშე, რადგან „იუვენტუსის“ ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე მე ვარ. შესაბამისად, ბუფონის გარეშე გამარჯვებაც შეუძლია.

იტალიის ნაკრები? – შვედეთთან მატჩის შემდეგ ჯიჯი დი ბიაჯომ დამირეკა და მითხრა, რომ ორი ამხანაგური მატჩისთვის ვჭირდებოდი. მეგობრობისა და პასუხისმგებლობის გამო დავთანხმდი.

მანჩინი ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, რომელმაც დამირეკა და მთხოვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ნაკრებში მეთამაშა. ვუპასუხე დიახ, მაგრამ ამის საჭიროება არ იქნება. დონარუმას უკან არიან პერინი, სირიგუ, კრანიო, რომელიც ძალიან გაიზარდა. დაბრუნდა მერეტი. შესაბამისად, ჩემი „აძურაში“ დაბრუნების შანსი ნულის ტოლფასია”, – თქვა ჯიჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

პიანიჩი “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა და არტურის პასუხს ელოდება

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ გადასვლაზე საბოლოოდ თანახმაა. ბოსნიელმა უარი თქვა პსჟ-სა და „ჩელსის“ ინტერესზე …

ემრე ჯანმა რონალდუს გამარჯვებულის მენტალიტეტზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. გერმანელმა ხაზი პორტუგალიელის გამარჯვებულის მენტალიტეტს გაუსვა. …