მთავარი / სიახლეები / სერია A / “ჯენოა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ჯენოა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში „ჯენოა“ პაულო დიბალას, კრიშტიანუ რონალდუსა და დუგლას კოშტას გოლებით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – ბევრი საქმე არასდროს ჰქონია, შემდეგ კი გოლი თავის ძელთან გაუშვა.

კუადრადო 6 – მეორე ტაიმში მისმა ინტენსივობამ მოიმატა და დიბალას სწორ დროს გაუკეთა პასი. თუმცა, პინამონტის გოლის ეპიზოდში დააგვიანა.

დე ლიხტი 6.5 – ის გიგანტია, მაგრამ „ჯენოა“ შეტევაში ძალიან იშვიათად მიდიოდა.

ბონუჩი 6 – გოლის მომენტში ფეხი დაუცდა და გაბრაზდა. ეს იყო პირველი გაშვებული გოლი „ლიონთან“ მატჩის შემდეგ.

დანილო 6 – მარცხენა ფლანგზე ადაპტიდა, მაგრამ შეტევაში ნაკლებ ხარისხიანად ერთვებოდა.

ბენტანკური 6.5 – მიუხედავად იმისა, რომ „ლეჩესთან“ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო, ის „იუვეს“ ნახევარდაცვაში ყველაზე მობილურია.

პიანიჩი 6.5 – „ბარსელონასთან“ ტელენოველის დასრულების შემდეგ უფრო მშვიდად და მარტივად ითამაშა. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ შეცვალეს.

რემზი 6 – ის ცდილობს ფორმაში შევიდეს.

რაბიო 6 – ჩართული და გამორთული. როდესაც ჩართულია პროგრესირებს, როდესაც გამორთულია, ჩვეულებრივი ფეხბურთელია.

მატუიდი შ.გ – ფრანგმა ძალიან ცოტა დრო გაატარა მინდორზე.

ბერნარდესკი 6 – ზედიზედ მესამედ ითამაშა ძირითადში, მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილი მისთვის „ბოლონიასთან“ მატჩი იყო.

დუგლას კოშტა 7 – ჩაერთო თამაშში, რომლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

დიბალა 7 – გოლი კიდევ ერთხელ გაიტანა და ის არის ის, ვინც გუნდი კიდევ ერთხელ აიყვანა ხელში. გასაოცარი გოლი იყო.

ოლივიერი 7 – მას დებიუტი ჰქონდა, მხოლოდ 6 წუთი ითამაშა.

რონალდუ 7 – ყოველთვის ასეა, არასდროს ჩერდება. ზედიზედ მესამე გოლი, ორი პენალტის შემდეგ თამაშიდანაც გაიტანა, თებერვლის შემდეგ პირველად. და, რა გოლი…

იგუაინი 6 – 15 წუთი ჰქონდა კონდიციის აღსადგენად.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …