მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ყველაფერი შეუძლია” – პაოლო მონტეროს ვრცელი ინტერვიუ

“იუვეს” ყველაფერი შეუძლია” – პაოლო მონტეროს ვრცელი ინტერვიუ

ტურინის „იუვენტუსის“ სტაჟიან გულშემატკივარ კარგად ემახსოვრება პაოლო მონტერო – ურუგვაელი მეომარი, რომელიც „ბებირი ქალბატონის“ რიგებში 1996-2005 წლებში თამაშობდა.

მონტერო ტურინელ ქომაგებს ძალიან უყვართ და კარგად იცნობს გუნდის შიდა სამზარეულოს. სწორედ ამიტომ IlBianconero.com-მა მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

მონტერომ არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

„იუვენტუსს“ შეუძლია ტრიპლეტის შესრულება – „მანჩესტერთან“ გამარჯვება იყო დასტური იმისა, რაც უკვე გამოჩნდა ვალენსიაში. თუ ეს გზა გაგრძელდება, „იუვე“ ფინალის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. მჯერა, რომ ამ გუნდს შეუძლია ტრიპლეტის შესრულება. გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს ალეგრის სახით, რომლის განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელებია“.

არანაირი პარალელი დელ პიეროსა და დიბალას შორის – „ერთადერთი პარალელი, რომელსაც დელ პიეროსა და დიბალას შორის ვხედავ ისაა, რომ ორივე თავდამსხმელია. დანარჩენი ყველაფერი სრულიად განსხვავებულია. ალექსი იყო აბსოლუტური ჩემპიონი განსაზღვრული მახასიათებლებით. პაულო კი უნდა დარჩეს მშვიდად და სხვა ფეხბურთელებთან შედარებებს არ მოუსმინოს. ტიფოზები მისგან ბევრს ელოდებიან. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო თამაშები მაღალ დონეზე ჩაატარა და ვხედავ, რომ რონალდუსაც კარგად ეწყობა. ვუსურვებ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს“.

ეს „იუვე“ ჰგავს ჩემს“ „იუვეს“ – „როდესაც ვხედავ, რომ „იუვენტუსი“ ანგარიშში ჩამორჩება, არ ვნერვიულობ, რადგან ამ ბიჭებისგან მაქვს განცდა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოვლენ. ასე იყო ჩემს „იუვეშიც“. ცოტა ხნის წინ „ნაპოლისთან“ მატჩს სტადიონზე დავესწარი, სადაც „იუვე“ აგებდა, მაგრამ ფეხბურთელებმა იციან ფსიქოლოგიურად როგორ დაძლიონ ეს სიტუაცია. ყველა ერთად იყო და უარყოფით შედეგი დადებითში გარდასახეს“.

რა აკლია „იუვეს“? – „ჩემთვის ესეც საკმარისია, მაგრამ ბედნიერი ვიქნები თუ ისეთი ფეხბურთელი მოვა, როგორიც პოგბაა, რომელიც გუნდურ კონკურენციას აამაღლებს. რამდენიმე წლის წინ ჩემი ორი თანამემამულე ახლოს იყო „იუვესთან“: კავანი და სუარესი და ეს იქნებოდა ნამდვილად დიდი ტრანსფერები (იღიმის)“.

ბონუჩი და კიელინი პოდიუმზე – „კიელინი და ბონუჩი საუკეთესო მცველთა პოდიუმზე არიან, თუმცა არ მინდა, ადგილები გავანაწილო (იღიმის). თუმცა, ნამდვილად არიან იგივე დონეზე, როგორც რამოსი-ვარანი, პიკე-უმტიტი. კიელინი მგავს? – არა, ჯორჯო ფიზიკურად უფრო ძლიერია და შეტევაშიც უკეთ შეუძლია თამაში, ვიდრე მე. „იუვენტუსის“ კაპიტანი და ნამდვილი პროფესიონალია“.

ბენტანკური მომდევნო 15 წელი „ბიანკონერიში“ – „ბენტანკური პირველად მაშინ ვნახე, როდესაც კარიერას ვასრულებდი და აზრი არ შემიცვლია. ყველანაირი ხარისხი აქვს, რომ „იუვენტუსში“ 15 წლის განმავლობაში დარჩეს. თავისი ასაკის მიუხედავად, შესანიშნავი მუნდიალი ჩაატარა, ტაბარესმა ძალიან კარგად გამოიყენა მისი ტალანტი. ალეგრისაც კარგი წარმოდგენა აქვს მასზე და ენდობა“.

„ნაპოლი“ და „ინტერი“ არიან „ანტიიუვე“ – „ ანჩელოტი ძალიან კარგია და ვნახეთ, რომ „ნაპოლიმ“ პარიზში“ ძალიან მაგრად ითამაშა. ვხედავ „ინტერის“ კარგ მომენტსაც და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ორი გუნდია „იუვეს“ მთავარი კონკურენტები. თუმცა, ვფიქრობ, თუ „იუვენტუსი“ ასე გააგრძელებს, როგორც აქამდე, ტიტულს ისევ მოიგებს“.

მაესტრო ალეგრი – „მაქვს კონტაქტი ხელმძღვანელობის შიდა სამზარეულოსთან და ტურინში რამდენჯერმე ყოფნისას ხშირად ვესაუბრები ჯანლუკას (პესოტოს – ავტ). კმაყოფილი ვარ მისი და პაველ ნედვედის მენეჯერული თვისებებით. ალეგრი ყოჩაღი ადამიანია, როგორც მწვრთნელი. ამ წლებში ჯგუფის ნამდვილი მაესტროა. ის მართავს გუნდს ლიპისა და ანჩელოტის მსგავსად და ეს ასპექტი ძალიან მნიშვენლოვანია“.

ანიელი მნიშვნელოვანია „იუვენტუსისთვის“ – ანდრეას (ანიელი – ავტ) წლებია ვიცნობ და კარგი სამუშაო გასწია. მე არ ვარ გაკვირვებული, რადგან ის „იუვეს“ შიდა სამზარეულოს მამამისთან ერთად ეცნობოდა, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო. მან წლები გაატარა მოჯისა და ჯირაუდოს გვერდით, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გუნდის პროგრესში 90-იან წლებში. ისინი დაეხმარნენ კლუბს, განსაკუთრებით ევრიპულ ასპარეზზე. მან გვერდზე დაიყენა სწორი კადრები (მაროტა, პარატიჩი, ანიელი – ავტ) და მიიღო შედეგები, რომლებიც დაიმსახურა“.

2001 წელს „რეალთან“ ახლოს – „იუვეში“ „ატალანტადან“ მოვხვდი, სადაც ახალგაზრდებს ყოველთვის ენდობოდნენ. გვყავდა შესანიშნავი მწვრთნელი ემილიანო მონდონიკოს სახით და 1996 წელს, მე და ვიერი „იუვენტუსში“ გადავედით. ამ გუნდთან დიდებული მოგონებები მაკავშირებს. „იუვეს“ ჩემი გაყიდვა არასდროს უნდოდა, პერსონალურად მეც კარგად ვგრძობდი თავს და წასვლა არ მსურდა. რამდენიმე გუნდს სურდა ჩემი შეძენა. 2001 წელს, ზიდანის შემდეგ „რეალის“ ხელმძღვანელობა დამიკავშირდა, მაგრამ არ მინდოდა წასვლა. სინანული? – სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი წავაგე. მაგრამ თუ უკან დაბრუნების შანსი იქნება, სიამოვნებით ვითამაშებდი 1998 წლის ფინალს თავიდან, ამსტერდამში „რეალის“ წინააღმდეგ, როდესაც მიატოვიჩის თამაშგარიდან გატანილი გოლით წავაგეთ“.

კალჩოპოლი – „2004-2005 წლების სეზონი „იუვეში“ ჩემი ყოფნის ბოლო პერიოდია. ძირითადში კანავარო და ტურამი თამაშობდნენ დამსახურებულად. ეს გუნდი ნამდვილად ძლიერი იყო, შემდეგ წელს ვიეირაც დაემატა და ნამდვილად შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. მაშინ, როდესაც „მილანი“ იმარჯვებდა, მე ბერგამოში ვთამაშობდი და ამბობდნენ, რომ არასასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. საერთოდ ასეა, ვინც იგებს, მისი ყურება არ სიამოვნებთ“.

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …