დღეს, „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. თამაშის დაწყებამდე 6 საათზე ნაკლები რჩება და Tuttosport-ი „იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც ასეთია:
შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ
აღსანიშნავია, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ შემადგენლობა თითქმის გაასაჯაროვა და შვიდი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ნამდვილად სასტარტოში იქნებიან: შჩესნი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, პიანიჩი, მატუიდი, რონალდუ.