სამთვიანი პაუზის შემდეგ „იუვენტუსი“ სეზონს „მილანთან“ იტალიის თასის ნახევარფინალით განაახლებს. Tuttosport-ის ვერსიით, მაურიციო სარის გუნდის სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდუ
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ხვალ კი, საპასუხო თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.