ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა. სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე რიტა გუარინოს გუნდმა შინ „ნაპოლი“ 2:0 დაამარცხა და უახლოესი მდევარი „მილანი“ მას ვეღარ დაეწევა.
„ნაპოლისთან“ მატჩის ბედი ტურინელებმა საწყის ნახევარ საათში გადაწყვიტეს. ანგარიში კრისტიანა ჯირელიმ გახსნა, ხოლო ორმადე სხვაობა ბარბარა ბონანსეამ გაზარდა და მეორე ტაიმს აზრიც დაეკარგა.
„იუვემ“ 20 ტურის შემდეგ 60 ქულა დააგროვა. ანუ, ყველა, 20-ვე თამაში მოიგო და სკუდეტოს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა.
„იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა 20 თამაშში 69 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 გაუშვა. ტურინელთა სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია და იტალიის ქალთა ფეხბურთში „იუვეს“ დომინაცია გრძელდება.
𝗪𝗘 𝗔𝗥𝗘 𝗧𝗛𝗘 #𝗙𝟰𝗕𝗨𝗟𝗢𝗨𝗦 𝗜𝗧𝗔𝗟𝗜𝗔𝗡 𝗖𝗛𝗔𝗠𝗣𝗜𝗢𝗡𝗦!!!! 🏆🏆🏆🏆🇮🇹#FinoAllaFine #ForzaJuve pic.twitter.com/2MvoYbXg5T
— #F4BULOUS🏆🏆🏆🏆 (@JuventusFCWomen) May 8, 2021