ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი მოიგო. რიტა გუარინოს გუნდმა სატიტულე შეხვედრაში ფლორენციის „ფიორენტინას“ 2:0 აჯობა.
ტურინელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ბარბარა ბონანსეამ შეასრულა დუბლი და „იუვეს“ ქალთა გუნდმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეორედ მოიპოვა.
„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ბონანსეა (39), 2:0 ბონანსეა (54)
𝕎𝕖 𝕛𝕦𝕤𝕥 𝕝𝕚𝕜𝕖 𝕥𝕠 𝕕𝕒𝕟𝕔𝕖 (𝙖𝙣𝙙 𝙒𝙄𝙉)!💃😎#ForzaJuve ⚪️⚫️ pic.twitter.com/U7evfKHMsG
— Juventus FC Women (@JuventusFCWomen) January 10, 2021