კარგი ამბავია ტურინის „იუვენტუსის“ ბანაკიდან. „ბებერი სინიორას“ მცველმა მერიჰ დემირალმა სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და გუნდს დაუბრუნდა.
თურქმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე სათამაშოდ მზად იქნება. თუმცა, ზუსტად როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დემირალმა ტრავმა 7 თვის წინ „რომასთან“ შეხვედრაში მიიღოს. ახალგაზრდა მცველმა „იუვეს“ რიგებში 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.