ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, დუგლას კოშტამ, როდრიგო ბენტანკურმა და მატიას დე ლიხტმა ტრავმები მოიშუშეს.
სამივე ფეხბურთელს „უდინეზესთან“ მატჩის განაცხადში ელოდებიან და შემდეგ მაურიციო სარი გადაწყვეტს ითამაშებენ თუ არა ისინი.
გარდა ამისა, აარონ რემზი ინდივიდუალურად მზადებას აგრძელებს და უელსელი იმედოვნებს, რომ 2019 წლის ბოლო ორი მატჩისთვის „სამპდორიასთან“ და „ლაციოსთან“ მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ „უდინეზე“ – „იუვენტუსის“ მატჩი 15 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.