ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა დაბრუნებასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელმა შემტევმა ტრავმა მოირჩინა და „უდინეზესთან“ ითამაშებს.
უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ კიეზა ძირითად შემადგენლობაში იქნება. ეს ანდრეა პირლოს გუნდისთვის დიდებული ამბავია, რადგან ფედერიკო მიმდინარე სეზონის ნათელი წერტილია.
კიეზამ ტრავმა „ატალანტასთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ ორი თამაშის გამოტოვება მოუწია. მიმდინარე სეზონში მან „იუვეს“ მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „უდინეზე“ – „იუვენტუსის“ მატჩი 2 მაისს, თბილისს დროით 20:00 საათზე გაიმართება.