მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ხამესი დაუკავშირეს

“იუვეს” ხამესი დაუკავშირეს

ხამეს როდრიგესი „იუვენტუსში“? – აღნიშნულ ინფორმაციას Calcionews24-ი იტყობინება. იტალიური წყარო გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით წერს, რომ კოლუმბიელის გარჯით „ბაიერნში“ უკმაყოფილონი არიან და მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

მეტიც, დიდი შანსია, რომ ხამესმა მიუნხენი ვადაზე 6 თვით ადრე, იანვარში დატოვოს. ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს. საინტერესოა, რომ კოლუმბილის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ ფაბიო პარატიჩისთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იტალიური მედია ადრე წერდა, თითქოს, კრიშტიანუმ „იუვეს“ ბოსებს როდრიგესის შეძენა სთხოვა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …