ტურინის „იუვენტუსს“ გონსალო იგუაინი დაუბრუნდა. არგენტინელმა ტრავმა მოიშუშა და „ლეჩესთან“ შეხვედრაში მაურიციო სარისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ჯერჯერობით „პიპიტა“ 90 წუთისთვის სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ შეცვლაზე თამაში შეუძლია.
ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ დე ლიხტს, ბონუჩის, ბენტანკურს, დიბალას და კრიშტიანუ რონალდუს. თუმცა, საგანგაშო არაფერია და უბრალოდ დაასვენეს გადატვირთული გრაფიკის გამო. მომდევნო მატჩში მოედანზე იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლეჩეს“ შეხვედრა 26 ივნისს გაიმართება.