ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 20 ფეხბურთელით დაუხვდება. მასიმილიანო ალეგრიმ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მნიშვნელოვანი მატჩის განაცხადში იქნებიან.
„იუვეს“ სამატჩო განაცხადი ასეთია:
შჩესნი, პერინი, პინსოლიო, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, პიანიჩი, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური, რონალდუ, დიბალა, კუადრადო, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 29 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.