ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. ანდრეა პირლომ გუნდის განაცხადი დაასახელა.
კოვიდინფიცირებული ფეხბურთელები ისევ არ გამოჯანმრთელებულან, ტრავმა კი მერიჰ დემირალმა მიიღო და ვერ ითამაშებს. ასე, რომ დანაკლისი გაიზარდა:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი
მცველები: კიელინი, დანილო, ბონუჩი, დი პარდო, დრაგუსინი, ფრაბოტა
ნახევარმცველი: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, ფაჯიოლი, კულუშევსკი, რანოკია
თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა
შეგახსენებთ, რომ მატჩი 20 იანვარს, 23:55 საათზე დაიწყება.
I convocati per #JuveNapoli ⚪⚫#PS5Supercup #ForzaJuve pic.twitter.com/EVLbvC4bOS
— JuventusFC (@juventusfc) January 19, 2021