„იუვენტუსი“ ხვალ „ემპოლის“ დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია გუნდის განაცხადი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა განაცხადში ლეონარდო სპინაცოლა, რომელიც „იუვემ“ ზაფხულში „ატალანტადან“ დაიმატა, თუმცა ამ დრომდე ტრავმირებული იყო.
მეკარეები: შჩესნი; პერინი, პინსოლიო
მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ემპოლის“ 27 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.