ტურინის „იუვენტუსს“ ალექს სანდრო 15 დღე ვერ დაეხმარება. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრაზილიელ მცველს ბარძაყის ტრავმა აქვს და მოედანზე მინიმუმ ორი კვირა ვერ გავა.
ანდრეა პირლომ უკვე დააანონსა, რომ გენუის სამპდორიასთან ალექს სანდროს ლუკა პელეგრინი შეცვლის.
სამაგიეროდ,დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა პაულო დიბალამ, რომელიც დაბრუნებასთან ახლოსაა. გენუაში მისი თამაში გამორიცხულია, მაგრამ 27 სექტემბერს, „რომასთან“ შეხვედრაში სავარაუდოდ პირლოს განკარგულებაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ახალ სეზონს კვირას, 22:45 საათზე გენუის „სამპდორიასთან“ საშინაო მატჩით გახსნის.