ტურინის “იუვენტუსის” მცველი მერიჰ დემირალი ისევ დაშავდა. თურქ მცველს ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, კიევის “დინამოსთან” ითამაშა კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში შეცვლა მოითხოვა.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მერიჰს კუნთის პრობლემა აქვს და მინიმუმ 10 დღე მოუწევს უქმობა, რაც ნიშნავს, რომ “ტორინოსთან”, “ბარსელონასთან” და “ჯენოასთან” მატჩები გაუცდება.
ამრიგად, “იუვეს” დაცვის ცენტრში ისევ საგანგებო მდგომარეობაა, რადგან ჯორჯო კიელინიც ტრავმირებულია და მხოლოდ ლეონარდო ბონუჩი და მატიას დე ლიხტი არიან პირლოს განკარგულებაში.