ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო ბერნარდესკის გაყიდვას. რისი მიზეზიც იმედგამაცრუებელი სეზონი და ამასთან სახელფასო ბიუეტის გამოთავისუფლებაა.
როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ტურინელებმა ბერნარდესკი მის ყოფილ კლუბს,
„ფიორენტინას“ შესთავაზეს ფედერიკო კიეზასთან ბარტერში. ფლორენციელთა პასუხი უცნობია.
ამ ეტაპზე ბერნარდესკის უცხოეთიდანაც ჰყავს მსურველი, მადრიდის „ატლეტიკოს“ სახით, რომლის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს იტალიელი ძალიან მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი „იუვეს“ 2017 წელს შეუერთდა, მაგრამ თავის გამოჩენა და მოლოდინის გამართლება განვლილ სამ სეზონში ვერ მოახერხა.