ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდმა არსებობის მეორეწელს პირველი ტიტული მოიპოვა.
სერია C-ს იტალიის თასი, რომელიც ცალკე ლეგა პროს გუნდებს შორის თამაშდება. „იუვეს“ მეორე გუნდმა ჩეზენაში გამართულ ფინალში „ტერნანა“ 2:1 დაამარცხა.
გოლები ბრუნორიმ და რაფიამ გაიტანეს და აალგაზრდულ გუნდს ისტორიაში პირველი ტიტული მოაპოვებინეს.
CAMPIONI 🏆🇮🇹🎉#CoppaItalia LegaPro #Under23 #FinoAllaFine pic.twitter.com/pPqVrXNUUb
— JuventusFC Youth (@JuventusFCYouth) June 27, 2020