მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” “მანჩესტერის” წინ პრობლემები მოეძალა

“იუვენტუსს” “მანჩესტერის” წინ პრობლემები მოეძალა

„იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. თუმცა, მასიმილიანო ალეგრის პრობლემები მატულობს. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისურ გრანდთან შესაძლოა ჟოაუ კანსელუმ ვერ ითამაშოს. პორტუგალიელს კუნთების პრობლემა აქვს და ჯერჯერობით უცნობია მოასწრებს თუ არა, გამოჯანმრთელებას.

გარდა ამისა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელიც გამოჯანმრთელების გზას ადგა, კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ამჯერად, ტერფის დაზიანება და დიდი ალბათობით, მოედანზე ისიც ვერ გავა.

საეჭვოა ბლეზ მატუიდისა და დუგლას კოშტას თამაშიც, რომლებსაც ასევე ტრავმები აწუხებთ. ერთადერთი კარგი ამბავი ამ დროისთვის ჯორჯო კიელინისა და მარიო მანჯუკიჩის დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა 7 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …