მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” დე ხეა დაუკავშირეს

“იუვენტუსს” დე ხეა დაუკავშირეს

ბრიტანული გამოცემა Times-ი სენსაციურ ცნობას ავრცელებს. როგორც გამოცემა იტყობინება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ დავიდ დე ხეა „იუვენტუსში“ უფასოდ გადავა.

ესპანელს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფომრება ჯერ ვერ მოხერხდა. „იუვემ“ კი არაა გამორიცხული აღნიშნული სიტუაციით ისარგებლოს.

თანაც, ტურინელთათვის თავისუფალი აგენტების დამატება ნაცნობი თემაა, რადგან თავის დროზე, დანი ალვეში, სამი ხედირა, ემრე ჯანი და ანდრეა პირლო სწორედ ასეთი ხერხით გადაიბირა.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …