მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” და კიდევ სამ გუნდს სუპერლიგიდან გაგდება ემუქრებათ

“იუვენტუსს” და კიდევ სამ გუნდს სუპერლიგიდან გაგდება ემუქრებათ

ტურინის „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლგიდან მოკვეთა ემუქრება. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ კლუბები, რომლებიც სუპერლიგას არ დატოვებენ, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალებათ.

ამ დროისთვის 4 კლუბია, რომელიც სუპერლიგაზე უარს ოფიციალურად არ ამბობს, ერთ-ერთი „იუვეა“, დანარჩენი სამი კი – „ბარსელონა“, „რეალი“ და „მილანი“.

„აშკარაა, რომ კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ სუპერლიგა თუ ევროპული კლუბების ასოციაცია. თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენ სუპერლიგაში ვართ, მაშინ რა თქმა უნდა, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. თუ მზად არიან ამის გასაკეთებლად, შეუძლიათ თავიანთ კონკურენციაში ითამაშონ. ამ ოთხი კლუბის გარეშეც ფანტასტიკური ტურნირი გვექნება.

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იურისტების დასკვნას და შემდეგ ვიტყვით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემთვის სულ სხვა სიტუაციაა იმ კლუბებთან მიმართებაში, რომლებმაც თავიანთი შეცდომა აღიარეს და თქვეს: „ჩვენ პროექტს ვტოვებთ“. დანარჩენებმა იციან, რომ პროექტი მკვდარია, მაგრამ ამის დაჯერება ალბათ, არ სურთ“, – თქვა ჩეფერინმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …