მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” შვედი ტალანტი გაიფორმა

“იუვენტუსმა” შვედი ტალანტი გაიფორმა

ტურინის „იუვენტუსმა“ დეიან კულუსევსკის ტრანსფერი გაჩარხა. Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებმა „ინტერსა“ და „ნაპოლის“ აჯობეს და ნიჭიერი შვედი კარიერას „ბებერ სინიორაში“ გააგრძელებს.

19 წლის შვედი „იუვესთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „ატალანტამ“ ტრანსფერიდან ბონუსების ჩათვლით 45 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

კულუსევსკიმ თავი მიმდინარე სეზონში გამოიჩინა და 16 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. გამოსარჩევია მისი საგოლე პასების რაოდენობა ამ სეზონში – შვიდი. სკანდინავიელი “იუვეს” ივნისში შეუერთდება, მაგრამ არც ისაა გამორიცხული იანვარში შეუერთდეს. გეტყვით იმასაც, რომ ამჟამად “პარმაში” იჯარით თამაშობს.

შემთხვევითი სიახლე

ნედვედი: “ახლა მიზანი პორტუგალიაში ჩასვლაა, მანამდე “ლიონი” უნდა დავამარცხოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. ჩეხი დარწმუნებულია, რომ „იუვეს“ ნებისმიერ შემთხვევაში …

კიელინი: “მოუთმენლად ველოდებით ლისაბონში ჩასვლას”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ ლისაბონამდე მისვლას მოუთმენლად …