ტურინის „იუვენტუსმა“ საზღვარგარეთ მყოფი ფეხბურთელები ტურინში დაიბარა და აცნობა, რომ საწვრთნელი სესიები იწყება.
კრიშტიანუ რონალდუ, დუგლას კოშტა, მატაის დე ლიხტი, გონსალო იგუაინი, ალექს სანდრო, დანილო, ადრიენ რაბიო, ვოიცეხ შჩესნი და სამი ხედირა იტალიაში არ იმყოფებიან და მათ უახლოეს ხანებში დაბრუნება და 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით ფეხბურთელებს ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშის უფლება აქვთ, ხოლო 18 მაისიდან უკვე გუნდური სესიებიც დაიშვება.