მთავარი / სიახლეები / „იუვენტუსმა“ „სამპდორიას“ მცველს თვალი დაადგა

„იუვენტუსმა“ „სამპდორიას“ მცველს თვალი დაადგა

ტურინის „იუვენტუსი“ „სამპდორიას“ ცენტრალური მცველით, იოახიმ ანდერსენით დაინტერესდა და მის გადაბირებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას გენუური გამოცემა Secolo XIX ავრცელებს.

22 წლის დანიელი მცველი 2014-2017 წლების სეზონში „ტვენტეში“ ირჯებოდა, რომლის შემადგენლობაშიც 49 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა, 2017 წელს კი „სამპდორიაში“ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში დანიელი საწყისი 8 ტურის განმავლობაში „ლურჯ რგოლიანების” შემადგენლობაში შეუცვლელი წევრია.

იტალიის ჩემპიონატში კი „სამპდორია“ 8 ტურის შედეგებით დაცვის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გუნდია, რადგან მხოლოდ 4 გოლი აქვს მიღებული და 14 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …