მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” 23-წლამდე გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა

“იუვენტუსმა” 23-წლამდე გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა

ტურინის „იუვენტუსმა“ 23-წლამდე გუნდის წინააღმდეგ ამხანაგური თამაში ჩაატარა. ორი 30-წუთიანი ტაიმისგან შემდგარი დაპირისპირება „იუვეს“ მთავარი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გამარჯვების გოლი ხორვატმა შემტევმა, მარკო პიაცამ გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ არტურმა ნახევარდაცვაში, დაცვის წინ ითამაშა, ხოლო გონსალო იგუაინს არ უთამაშია, რაც მისი კლუბიდან წასვლის კიდევ ერთი დასტურია.

ცხადია, ამ არაოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა ტურინში არ იმყოფებიან და სანაკრებო შეკრებაზე არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …