ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი არ იცლება, პირიქით, ივსება. „ლაციოსთან“ მატჩი ამის დასტურია. ფედერიკო კიეზამ ამ შეხვედრაში კუნთის დაზიანების გამო ვერ ითამაშა.
ფედერიკოს მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს, თუმცა იტალიის ნაკრების შეკრებაზე ის არ გაემგზავრება და ტურინში იმკურნალებს.
„ლაციოსთან“ კოჭის ტრავმა მიიღო კრიშტიანუ რონალდუმ. ერთი შეხედვით დაზიანება სერიოზული არ ჩანს და პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე გაემუგზავრება, სადაც სამედიცინო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩეს გუნდთან ერთად თუ ტურინში დაბრუნდეს.
არგენტინის ნაკრებს ვერ შეუერთდება პაულო დიბალაც, რომელსაც შარდ-სასქესო სისტემის პრობლემა აქვს.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ვარაუდობენ მატიას დე ლიხტისა და ალექს სანდროს დაბრუნებას. აარონ რემზისა და ჯორჯო კიელინის მდგომარეობა კი ჯერ დაზუსტებული არ არის.