მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” განცხადება რონალდუსთან დაკავშირებით

“იუვენტუსის” განცხადება რონალდუსთან დაკავშირებით

ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცლეებს და ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს.

„კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო თვეებში დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და სერიოზულობა, რასაც „იუვენტუსის“ თითოეული წევრი აფასებს. თითქმის 10 წლის წინ განვითარებული მოვლენები, ვერ შეცვლის ამ მოსაზრებას, რომელიც იმ ადამიანებს ჩამოუყალიბდა, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია“, – წერია „იუვეს“ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს ამერიკელმა მოდელმა კეტრინ მაიორგამ უჩივლა და 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, რონალდუს სპონსორებმა, EA Sport-მა და Nike-მა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და იმედი გამოთქვეს, რომ რონალდუ დამნაშავე არაა.

ამასთან, ხსენებული სკანდალის გამო ბოლო დღეებში საფონდო ბირჟაზე “იუვეს” აქციების ფასი 9.92%-ით დაეცა.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …