ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელს აქტიურად ეძებს. მას შემდეგ, რაც პაულო დიბალა დაშავდა და დაახლოებით 3 კვირა იუქმებს, ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები 22 წლის ფორვარდის, ჯანლუკა სკამაკას იჯარით დამატებაზე მუშაობენ. ფეხბურთელი „სასუოლოს“ საკუთრებაშია, მაგრამ ამჟამად „ჯენოაში“ იმყოფება.
გენუელები თანახმა არიან იტალიელს შეელიონ და ახლა მოლაპარაკებები „სასუოლოსთან“ იმართება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
ჯანლუკა სკამაკა „რომას“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ ორი წელი პსვ ეინდჰოვენის აკადემიაში იყო და 2017 წელს „სასუოლომ“ შეიძინა. მას იჯარით „კრემონეზეში“, ზვოლეში“ და „ასკოლიში“ უთამაშია. მიმდინარე სეზონში სერია A-ში 13-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, იტალიის თასზე კი 2 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. იტალიის 21-წლამდე ნაკრებში სკამამაც 12-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 7-ჯერ დაამწუხრა.