ტურინის „იუვენტუსს“ ბოლო დროს ჯანლუიჯი დონარუმას სულ უფრო აქტიურად უკავშირებენ. იტალიელ მეკარეს „მილანთან“ კონტრაქტი ეწურება და არ ახანგრძლივებს, „იუვე“ კი მზადაა მას სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
თუმცა, ტურინელებმა ვოიცეხ შჩესნი უნდა გაყიდონ. ეს აუცილებელი პირობაა. Tuttosport-ის ცნობით, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური პრემიერლიგური ვარიანტია და სახელდება ორი კლუბი – „ჩელსი“ და განსაკუთრებით ლივერპულის „ევერტონი“.
როგორც გამოცემა წერს, „იუვენტუსი“ პოლონელის გუნდიდან გაშვებას სიამოვნებით დათანხმდება თუ მინიმუმ 20-მილიონიან წინადადებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი „იუვეში“ 2017 წელს „რომადან“ გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.