იყო და არა იყო რა
რამდენიმე მეგობარი კორსო რე უმბერტოზე შეიკრიბა, ტურინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბულვარში. ახალი ბრიტანული თამაშით აღტაცებულებს ერთი იდეა ამოძრავებდათ – დაეარსებინათ საფეხბურთო გუნდი იტალიაში. ახალგაზრდები დ’აძელიოს ლიცეუმში სწავლობდნენ და მაღალხარისხიან კლასიკურ განათლებას იღებდნენ. შეხვედრისას გადაწყვიტეს კლუბის სახელის შესარჩევად კენჭი ეყარათ. ასე შეირჩა ლათინური სიტყვა „Juventus“, რაც „ახალგაზრდობას“ ნიშნავს, ახალი კლუბის სახელად. მაშინ ბიჭები ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ეს ერთი რიგითი შეხვედრა ლეგენდარულ, იტალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდს უყრიდა საფუძველს.
ჯონ ჩარლზი და ჯადოსნური ტრიო
ბეპე ფურინო: დაუღალავი ლეგენდა
რაღაც განსაკუთრებულის დაბადება: 1977 წლის უეფას თასის ფინალი
ჯოვანი ტრაპატონი და მიშელ პლატინი – იტალიის მეფეები
„ეიზელის“ და გაეტანო შირეას ტრიუმფი და ტრაგედია
თაობის დახასიათება: 1985 წლის საკონტინენტთაშორისო თასი
რობერტო ბაჯო, იან რაში და ლეგენდარული დაპირისპირებები
ტრაპატონი ბრუნდება, მარჩელო ლიპის დიდება მოაქვს
2002 წლის 5 მაისი: ახალი დაპირისპირების დაბადება
ლიპის ეპოქის დასასრული ფაბიო კაპელოს აბრუნებს
კალჩოპოლი და კლუბის აღორძინება
მარად ჩვენს გულებში: ალე, რიკი და ჯანლუკა პესოტო
ალესანდრო დელ პიერო: უდიდებულესი ყველა დროისა
ხუთი სამურაი
შეცდომა ალესიო სეკოს სახით და მისი შედეგები
ახალი აისი და წაუგებელი სერია
კონტე აგრძელებს, ისტორია გადაწერილია
სამუდამოდ გადაბმულნი: „იუვენტუსი“ და „აძური“