მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” – “კალიარი”: წინათქმა

“იუვენტუსი” – “კალიარი”: წინათქმა

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრას ჩაატარებს და მეათე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. თუ მასიმილიანო ალეგრის გუნდი მოიგებს, თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს, რადგან „იუვეს“ 11 ტურის თავზე 31 ქულა არასდროს ჰქონია მოპოვებული.

მეტოქე კი „კალიარია“, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ტურინში სამმატჩიანი წაუგებელი სერიით ჩადის. იმედიანადაა განწყობილი სარდინიელთა მთავარი მწვრთნელი როლანდო მარანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მის გუნდს ტურინიდან დადებითი შედეგით წასვლა შეუძლია.

ეს გუნდები აქამდე 74-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და „იუვეს“ ხარეს დიდი უპირატესობაა: 37 მოგება, 26 ფრე და 11 წაგება.

მასიმილიანო ალეგრი: „კალიარი“ რთული მეტოქეა. მებრძოლი გუნდია და საჯარიმოში სახიფათოა. ძალიან სწრაფი გუნდია და წინ ჰყავს პავოლეტი, რომელიც ძალიან ძლიერია. თუმცა, უნდა მოვიგოთ და შემდეგ მოვემზადოთ ოთხშაბათის თამაშისთვის. კარგი კვირა იწყება. გასულ სეზონში სტანდარტულების გარეშე უფრო მეტი გოლი გავიტანეთ. შესაბამისად, ამ კომპონენტში უნდა მოვუმატოთ. ჩვენ უკან არიან „ინტერი“ და „ნაპოლი“, რომლებიც უმატებენ. ამიტომ, არ უნდა მოვდუნდეთ. შარშანდელთან შედარებით უფრო მეტ სახიფათო მომენტს ვქმნით, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა აშკარად გვაქვს. აბსოლუტურად უნდა მოვუმატოთ ამ ასპექტში“.

როლანდო მარანი: „არ უნდა ვიფიქროთ „სპალზე“. გვჯერა, რომ დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია და ეს არაა უბრალოდ სიტყვები. ხალხს ჩვენი სჯერა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. არმგონია, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ფიქრობდეს. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელსაც ერთი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად“.

სავარაუდო შემადგენლობა:

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

3 ნოემბერი, 23:30 საათი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, ბენატია, დე შილიო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდუ

„კალიარი“ (4-3-1-2): კრანიო; სრნა, პისაჩენე, ჩეპიტელი, პადოინი; იონიტა, ბრადარიჩი, ბარელა; კასტრო; ჟოაო პედრო, პავოლეტი

მსაჯი: მაურიციო მარიანი

სტატისტიკა

15 – „იუვენტუსი“ „კალიარისთან“ ზედიზედ 15 თამაშია არ აგებს (12 მოგება, 3 ფრე). ბოლო ოთხ შეხვედრაში კი გოლიც არ გაუშვია.

32 – „იუვენტუსმა“ „კალიარისთან“ ბოლო 32 საშიანო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ წააგო (19 მოგება, 12 ფრე). ეს ერთადერთი მარცხი კი, 2009 წლის იანვრით თარიღდება (2:3).

76 – ეს იქნება „იუვეს“ 30-ე მატჩი სერია A-ში 2018 წელს. 87 შესაძლო ქულიდან მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 76 მოიპოვა (24 მოგება, 4 ფე, 1 წაგება).

3 – „კალიარი“ ზედიზედ სამი ტურია დაუმარცხებელია (2 მოგება, 1 ფრე). 2014 წლის იანვარიდან მოყოლებული არ ყოფილა შემთხვევა, რომ სარდინიელებს მიჯრით 4 თამაში წუაგებლად ჩაეტარებინოთ.

30 – „იუვენტუსს“ 10 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს. 11 ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგი 30 ქულა იყო (2005-2006 წლების სეზონში). არასდროს დაუგროვება „იუვეს“ 11 ტურში 31 ქულა. თუ დღეს გაიმარჯვებს, ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

0 – „კალიარი“ „სპალთან“ ერთად არის გუნდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში შეხვედრის ბოლო მეოთხედში გოლი არ გაუტანია. „იუვეს“ კი ამავე მონაკვეთში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული და ეს საუკეთესო შედეგია.

9 – „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა (9) მაშინ, როდესაც აგებდა. სამი მოგება, სამი შემთხვევიდან („კიევოსთან“, „ნაპოლისთან“ და „ემპოლისთან“).

19 – „კალიარის“ ფორვარდმა ლეონარდო პავოლეტიმ თავი 19 გოლი გაიტანა სერია A-ში. პირველი გოლიდან (2015 წლის მაისი) ასეთი მაღალი შედეგი ტოპ ჩემპიონატებში თავით გატანილ გოლებში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს (19).

1 – „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ სერია A-ში პირველი გოლი 2018 წლის აპრილში სწორედ „კალიარისთან“ გაიტანა.

11 – რონალდუმ „იუვენტუსის“ 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 4 პასი) და 2014-2015 წლების სეზონის მერე, ამდენ გოლში უშუალო მონაწილეობა ნოემბრამდე პირველად მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

პლატინი: “იუვენტუსში” არ დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ მიშელ პლატინიმ გუნდში დაბრუნება გამორიცხა. ფრანგის განცხადებით, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, სადაც სიყვარული …

ემრე ჯანი: “კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არ დავნებდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას …