მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” – “ჯენოა”: წინათქმა

“იუვენტუსი” – “ჯენოა”: წინათქმა

ორკვირიანი ლოდინი დღეს დასრულდება. „იუვენტუსი“ ისევ წარსდგება მილიონობით ქომაგის წინაშე და მათ გახარებას ეცდება. ამ სეზონში უკვე მეთერთმეტედ. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 10 შეხვედრიდან ყველა მოიგო და ბუნებრივია წარმატებული სერიის გაგრძელებას აპირებს.

მეტოქე „ჯენოაა“, რომელსაც ბოლო 8 წელიწადში საუკეთესი სტარტი აქვს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გასულ ტურში „პარმასთან“ მარცხის შემდეგ მაინც დაითხოვეს. ახლა „როსობლუს“ ივან იურიჩი წვრთნის, რომელიც გენუელებს მესამედ ჩაუდგა სათავეში. იქამდე, ფეხბურთელიც იყო და 2007 წელს „იუვეს“ კარში გოლიც აქვს გატანილი.

თავის მხრივ სიახლეებია „იუვეშიც“. დისკვალიფიკაციის ვადა დაუსრულდა და ტრავმაც მოირჩინა დუგლას კოშტამ. ბრაზილიელი განაცხადშია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მის გამოჩენას ალეგრი არ განიხილავს. გუნდს დაუბრუნდა დანიელე რუგანიც, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა. სამი ხედირა კი ისევ ლაზარეთშია.

„იუვე“ და „ჯენოა“ სერია A-ში აქამდე 102-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. უპირატესობა ტურინელთა მხარესაა: 62 გამარჯვება, 20 ფრე, 20 წაგება.

მასიმილიანო ალეგრი: „არ ვფიქრობ, რომ იურიჩის გუნდი გაცილებით განსხვავებული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ეს არის აგრესიული გუნდი, რომელიც თითქმის მთელ მოედანს მოიცავს. შესაბამისად, ფიზიკურად მაღალ დონეზე უნდა გავისარჯოთ. პიონტეკი? – ის სიურპრიზია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. საჯარიმოში ბურთის ნამდვილი კატალიზატორია. „ჯენოას“ ვეთამაშებით, რომელსაც სახლში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამჯერ 1:0 მოვუგეთ. შესაბამისად, რთული შეხვედრა იქნება. ჩვენ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. ახლა წინ 6 მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება“.

ივან იურიჩი: „იუვენტუსი ძლიერი გუნდია, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში და თამაშობს შესანიშნავ ფეხბურთს. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ. ვიცით, რომ შანსი მცირეა, მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ. „იუვე“ საუკეთესო ფეხბურთს ახლა თამაშობს, ალეგრის მოღვაწეობის პერიოდში, თუმცა, შეგვიძლია პრობლემები შევუქმნათ მეტოქეს“.

სავარაუდო შემადგენლობა:

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

20 ოქტომბერი, 20:00 საათი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ

„ჯენოა“ (3-5-2): რადუ; ბირასკი, გუნტერი, კრიშიტო; პერეირა, რომულო, სანდრო, ბესა, ლაზოვიჩი; პიონტეკი, კუამე

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

სტატისტიკა

10 – „იუვენტუსისა“ და „ჯენოას“ ბოლო 10 მატჩში ფრე არ დაფიქსირებულა (8 მოგება, 2 წაგება). იქამდე კი, 4-დან სამი თამაში ფრედ დასრულდა.

1991 – „იუვენტუსმა“ „ჯენოა“ საკუთარ მოედანზე ბოლო ხუთ მატჩში ისე დაამარცხა, რომ გოლი არ გაუშვია. თავის მხრივ, ბოლო გენუელებმა ტურინში გოლი 1991 წლის იანვარში არ გაუშვეს.

3 – თუ „იუვე“ მოიგებს, ეს იქნება მესამე შემთხვევა, როდესაც სერია A-ში საწყისი 9 თამაშიდან ყველა თამაშს მოიგებს რომელიმე გუნდი. აქამდე ეს მხოლოდ „იუვენტუსმა“ (2005-2006) და „რომამ“ (2013-2014) გააკეთეს.

11 – „იუვენტუსს“ სეზონის სასტარტო 11 თამაში (ყველა ტურნირის ჩათვლით) ჯერ კიდევ მაშინ აქვს მოგებული, როდესაც იტალიის ჩემპიონატი ერთ წრიანი იყო. ახლა, ტურინელებს შანსი აქვთ იგივე შედეგი დააფიქსირონ. აი, ალეგრის პერიოდში კი „იუვემ“ ზედიზედ 13 თამაში მოიგო, ოღონდ სეზონის მიმდინარეობისას 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე.

12 – „ჯენოამ“ 7 შეხვედრაში 12 ქულა მოიპოვა და ამაზე კარგი სტარტი ბოლოს 2009-2010 წლების სეზონში ჰქონდა (13 ქულა). მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი მაინც გაათავისუფლეს.

6 – „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის 6-ქულიანი სხვაობაა. უფრო მეტი სხვაობა პირველ-ორ გუნდს შორის სერია A-ში რვა ტურის შემდეგ, ბოლოს 1992-1993 წლების სეზონში იყო.

8 – „იუვენტუსს“ პირველ ტაიმში 8 გოლი აქვს გატანილი და ეს „რომასთან“ ერთად საუკეთესო შედეგია ამ სეზონში. ხოლო, „ჯენოამ“ იმავე მონაკვეთში 10 გოლი გაუშვა, რაც ყველაზე მეტია.

4 – მარიო მანჯუკიჩმა უკვე გაიტანა 4 გოლი. ხორვატს საწყის 7 ტურში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ მსგავსი შედეგიანობით არ უთამაშია. მაშინ მარიო „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა.

5 – პაულო დიბალას „ჯენოას“ კარში 5 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის, პირველი ჰეთ-თრიქი 2017 წლის აგვისტოში.

3 – თუ კრშიშტოფ პიონტეკი „იუვენტუსთან“ გაიტანს, გახდება ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელიც საწყის რვა შეხვედრაში მოახერხებს გატანას. მანამდე იგივე გაბრიელ ბატისტუტამ და ეციო პაშუტიმ გაახერხეს.

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …