მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალშია

“იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალშია

იტალიის თასის მეოთხედფინალში ტურინის „იუვენტუსმა“ სერია B-ს ბინადარ „სპალს“ უმასპინძლა და ადვილად 4:0 დაამარცხა. თუმცა, ეს „იუვემ“ ძალზე გადახალისებული შემადგენლობით გააკეთა და გუნდის ლიდერებს არ უთამაშიათ. უფრო მეტიც, ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრებიდან ალბათ მხოლოდ მატიას დე ლიხტმა და ალვარო მორატამ ითამაშეს.

ტურინელებმა მატჩს ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ადრიენ რაბიოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ალვარო მორატამ გოლად აქცია, ხოლო ცოტა ხანში დეიან კულუსევსკის პასით ჯანლუკა ფრაბოტამ ლამაზი გოლი გაიტანა – „იუვეში“ სადებიუტო.

შესვენების შემდეგ ანდრეა პირლოს გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა. ორივე გოლი ფედერიკო კიეზას დამსახურებაა, რომელიც მოედანზე 78-ე წუთზე დაშავებული ალვარო მორატას ნაცვლად გამოჩნდა. კიეზამ ჯერ კულუსევსკის გაუწია ასისტენტობა და შვედმა გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე თავად შეარხია მეტოქის კარის ბადე.

„იუვენტუსი“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც 3-10 თებერვალს „ინტერს“ ჯერ სტუმრად და მერე შინ დაუპირისპირდება.

„იუვეს“ ძალიან მძმე კალენდარი აქვს: 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით იტალიის თასზე ორჯერ „ინტერს“, სერია A-ში „რომას“ და „ნაპოლის“ და ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „პორტუს“ შეხვდება. ეს 5 მატჩი მიყოლებით ორ კვირაში… მანამდე კი, 30 იანვარს, გენუაში „სამპდორიას“ შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „სპალი“ 4:0 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დრაგუსინი, დემირალი (და გრასა 67), დე ლიხტი, ფრაბოტა; ბერნარდესკი (დი პარდო 46), ფაჯიოლი (მაკკენი 87), რაბიო, რემზი; მორატა (კიეზა 67), კულუშევსკი

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„სპალი“ (3-4-1-2): ბერიშა; ვიკარი (ვიკარი 46), ოკოლი, რანიერი (სალა 46); დიკმანი, სერნიკოლა, მისიროლი (ვივიანი 86), ესპოზიტო (ვალოტი 66); სეკი; ფლოკარი (მორო 66), ბრინიოლა

მწვრთნელი: პასკუალე მარინო

გოლები: 1:0 მორატა (16, პენ), 2:0 ფრაბოტა (33), 3:0 კულუშევსკი (78), 4:0 კიეზა (90)

გაფრთხილება: კიეზა (81), რაბიო (85) – სერნიკოლა (50), ვალოტი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (13) – 7 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ივანო პეცუტო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …